ფეხბურთი

15:29 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილა": პედრინიო, 3:0, გოგატიშვილის დუბლი და მოდებაძის გოლით დაბრუნება

გორის „დილას“ ახალწვეული ჟოაო პედრო ოლივეირა სანტოსი, იგივე პედრინიო შეუერთდა. ბრაზილიელ ნახევარმცველს მეგზურობა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ გაუწია.

პედრინიო 24 წლისაა. თამაშობდა „ფლამენგოში“, „ამერიკაში“, „ბაია დე ფეირასა“ (ბრაზილია) და "ტარშიენში" (მალტა).

"თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე სიმბოლური ფოტოების გადაღების შემდეგ, პედრინიო „დილასა“ და „გაგრას“ ამხანაგურ მატჩს დაესწრო „ქართლი არენაზე“. გორელებმა 3:0 მოიგეს. დუბლი შეასრულა გოგიტა გოგატიშვილმა, ერთი ბურთი კი ტრავმამოშუშებულმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა.

მოდებაძის დაბრუნება დიდად წაადგება "დილას". გორელებს პირველ-მეორე წრეში ცენტრფორვარდის პრობლემა აშკარად ჰქონდათ. რაც შეხება გოგატიშვილს, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს მინსკის "დინამოში" გახლდათ.

0.128488