მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
The Guardian-ის ცნობით, მან უკვე აცნობა „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობას, რომ კარიერის „მანჩესტერში“ გაგრძელება უნდა, სადაც ხელფასის სახით ყოველწლიურად 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს (4,5 მილიონი ევრო) მიიღებს.
ახლა საქმე კლუბების შეთანხმებაზეა. მადრიდელებმა მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ წინადადება უკვე უარყვეს (70 მილიონი ევრო), თუმცა მანჩესტერელები მზად არიან 65,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ (75 მილიონი ევრო).
„იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ტრანსფერი ამერიკულ ტურნეზე გამგზავრებამდე განხორციელდეს.