ფეხბურთი

11:50 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სპორტინგმა” კოენტრაო ინათხოვრა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო კარიერას “სპორტინგში” განაგრძობს – იუწყება ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

29 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

კოენტრაო “რეალში” 2011 წლიდან ირიცხება. თავდაპირველად, ფაბიო მადრიდული გრანდისთვის მნიშვნელოვანი წევრი იყო, თუმცა ბევრმა ტრავმამ მისი პოზიცია შეარყია და გასულ სეზონში თამაში თითქმის აღარ უწევდა (სულ 6-ჯერ მოუწია მოედანზე გამოსვლა). მას “ბლანკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.11315