ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ტრენჩინის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე გიორგი ბერიძე წარსდგა. სლოვაკური კლუბის ქართველი ლეგიონერის განცხადებით, მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იქნება საქართველოში, ქართული გუნდის წინააღმდეგ თამაში.
„ძალიან ემოციურია ჩემთვის საქართველოში ქართული კლუბის წინააღმდეგ თამაში. ფორმას რაც შეეხება, კარგად ვგრძნობ თავს და ხვალაც მაქსიმუმს გავაკეთებ მოედანზე. ჩვენ განვიხილეთ „ტორპედოს“ თამაში და აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად 70-ე წუთის მერე ყველა თამაშში უჭირდა. ამიტომაც, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეხვედრის ბოლოს ზეწოლა გაგვეძლიერებინა“, - თქვა ბერიძემ.
„ტორპედოსა“ და „ტრენჩინის“ შეხვედრა 21:00 საათზე გაიმართება.