ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ვაჟ მოჭადრაკეთა საერთაშორისო რეიტინგმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
ერთი თვის განმავლობაში, ვაჟ მოჭადრაკეთა პირველ ათეულში ახალი არავინ შესულა. ათეულში მყოფი მოჭადრაკეებიდან, ყველაზე დიდი ნახტომი არონიანმა გააკეთა, რომელიც რვაასიანთა კლუბის მეექვსე წევრი გახდა და მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველო პირველ ასეულში კვლავ ერთი მოჭადრაკით, კონკრეტულად კი ბაადურ ჯობავათი არის წარმოდგენილი, რომელსაც 2714 ქულა აქვს და 36 ადგილზე იმყოფება. გასულ თვესთან შედარებით ჯობავამ რეიტინგში ერთი პუნქტით მოიმატა.
ვაჟ მოჭადრაკეთა საუკეთესო ათეული 2017 წლის 5 ივლისისათვის:
1.მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2822)
2.ვლადიმირ კრამნიკი(რუსეთი, 2812)
3.უესლი სო (აშშ, 2810)
4.ლეონ არონიანი (სომხეთი, 2809)
5.ფაბიანო კარუანა (აშშ, 2807)
6 .შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი, 2800)
7.ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2792)
8.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანმგეთი, 2791)
9.ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი, 2783)
10.დინგ ლირენი (ჩინეთი, 2781)
საუკეთესო ათეული პირველი ივნისისათვის:
1.კარლსენი-2832
2.სო - 2812
3.კრამნიკი - 2807
4.კარუანა - 2807
5.მამედიაროვი-2800
6.ვაშიე-ლაგრავი-2796
7.არონიანი - 2793
8.ანანდი- 2785
9.ნაკამურა - 2784
10.ლირენი 2782