ფეხბურთი

22:40 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "პირველ ტაიმში მინიმუმ ხუთი გოლის გატანა შეგვეძლო"

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ პირველ ტაიმში მინიმუმ 5 გოლის გატანა შეიძლებოდა, თუმცა არ გამოუვიდათ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ჯერ კარგად არ იცნობენ, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რომ 8-ში ჩეხეთის ნაკრები დაამარცხონ.

„რეაბილიტაცია სრულად მოვახდინე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვიყავი. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, არ იყო ადვილი თამაში. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა არ გამოვიდა, მეტი ვერ გავიტანეთ. მინიმუმ 5 გოლი უნდა გაგვეტანა. მეორე ტაიმში ცოტა ავირიეთ, თან 10 კაცით დავიწყეთ, გვიან შემოვიდა ერთი ფეხბურთელი, მაგრამ არაუშავს, მოგებით გამოვასწორეთ ყველაფერი. ვიბრძოლეთ ბიჭებმა და უკვე ვემზადებით ჩეხეთთან მატჩისთვის“.

„მომავალ მეტოქესთან ჯერ არანაირი შეხება არ გვქონია, თუმცა კარგად შევისწავლით მოწინააღმდეგეთა გუნდს და ყველაფერს შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ჩეხეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხზე 8 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.129501