ჭადრაკი

22:30 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ყველგან ძლიერია

დასრულდა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც ბელგიის ქალაქმა ლიოვენმა უმასპინძლა.

მსოფლიოს ცხრა წამყვან მოჭადრაკესთან ერთად, ტურნირში, ერთეულთა შორის ევროპის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაც მონაწილეობდა.

ასპარეზობა რაპიდსა და ბლიცში ჩატარდა. ტურნირი რაპიდში ერთ წრედ, ცხრა ტურად, ხოლო ბლიცში ორ წრედ, თვრამეტ ტურად გაიმართა. თითოეული პარტიის მოგებისათვის მოჭადრაკეებს ორი, ყაიმისათვის ერთი, ხოლო წაგებისათვის ნული ქულა ეწერებოდათ. გამარჯვებული ორივე ნომინაციაში დაგროვილი ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

ორივე ნომინაციაში ყველაზე მეტი, 25.5 ქულა კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა(ნორვეგია) დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მაგნუსმა მეორე ადგილზე გასულ უესლი სოს (აშშ) სამი ქულით გაუსწრო. ერთი სიტყვით მაგნუს კარლსენი ჭადრაკის ყველა კატეგორიაში ძლიერია.

რაც შეეხება ჯობავას, ბაადურმა გრანდებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ბოლო მეათე ადგილზე გავიდა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.მაგნუს კარლსენი(ნორვეგია) – 25.5(რაპიდი-11+ბლიცი-14.5) ქულა

2.უესლი სო (აშშ) – 22.5(14+8.5)

3.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი)-22.0(12+10)

4.ანიშ გირი (ნიდერლანდები) – 20.0(10+10)

5.ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)-18.5(9+9.5)

6.ლევონ არონიანი (სომხეთი) – 18.5(9+9.5)

7.იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) – 18.0 (9+9)

8.ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი)-16.0(8+8)

9.ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) – 15.5(7+8.5)

10.ბაადურ ჯობავა (საქართველო)- 3.5(1+2.5)

0.128354