დანიის სუპერლიგის ბინადარი „სილკებორგი“, რომლის ღირსებას დავით სხირტლაძე იცავს, ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგი ამხანაგური შეხვედრა სკანდინავიელებმა „სკივესთან“ გამართეს და 2:1 მოიგეს. გამარჯვების გოლი კი, 83-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.
სხირტლაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
აქვ გეტყვით, რომ დანიის სუპერლიგა 16 ივლისს დაიწყება, ხოლო „სილკებორგი“ პირველ ტურში „ლიუნგბუს“ დაუპირისპირდება.