ჭადრაკი

23:50 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

წაწალაშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა

ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი მოჭადრაკე ქალი და კაცი მონაწილეობდა. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო დიდოსტატი ქეთი წაწალაშვილი და საერთაშორისო ოსტატი ანა გავაშელი იმყოფებოდა.

ასპარეზობა წრიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. წაწალაშვილმა 6.5 ქულა დააგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო საერთო ჩათვლაში 22-ე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება გავაშელს მის ანგარიშზე 5.0 ქულაა და 26-ე ადგილი დაიკავა.

0.121376