ფეხბურთი

22:45 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: რუდიგერი “არისტოკრატია”

ინგლისის ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” გერმანიის ნაკრების და “რომას” მცველი ანტონიო რუდიგერი დაიმატა. მართალია, ფეხბურთელთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ინგლისურ და იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, 24 წლის მოთამაშე დღეს უკვე ლონდონშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს.

“არისტოკრატებს” რუდიგერის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც სამომავალოდ კიდევ 4 მილიონი დაემატება ბონუსის სახით.

რუდიგერი “რომაში” ორი წლის წინ ჩაირიცხა და ამ დროის განმავლობაში “ჯალოროსის” ღირსება 72 მატჩში დაიცვა (2 გოლი). ახლახან მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო. “რომამდე” ანტონიო გერმანული “შტუტგარტის” ფეხბურთელი გახლდათ.

0.108355