კალათბურთი

11:50 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ვეტერანებმა იტალიაში კოლუმბიაც გაანადგურეს

იტალიაში, ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე მყოფმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჯფუფში მეორე მატჩიც მოიგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ქართველებმა, რომლებიც ქალაქ მონტეკატინიში იმყოფებიან, სადებიუტო მატჩში ჩეხეთის ნაკრები 86:40 გაანადგურეს, გუშინ კი არანაკლები დღე კოლუმბიას აყარეს და სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენმა ვეტერანებმა, რომლებიც იტალიაში შემდეგი შემადგენლობით არიან - ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი, კოლუმბიელებს 78 ქულით - 118:40 სძლიეს და ტურნირის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდნენ.

პლეი ოფში ქართველებს არ გაუმართლათ და მეტოქედ შარშანდელი ჩემპიონი, წლევანდელი მსოფლიო პირველობის მასპინძელი ერგოთ. აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით, გვიან ღამით გაიმართება.

gbf.ge

0.116198