ფეხბურთი

23:50 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” კინი დაიმატა

“ევერტონმა” უკანასკნელი 24 საათის განმალობაში მეორე ტრანსფერი განახორციელა. მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “კანფეტებმა” 24 წლის ცენტრალური მცველი მაიკლ კინი დაიმატეს.

ლივერპულურმა კლუბმა კინის სანაცვლოდ “ბარნლის” 30 მილიონი ფუნტი გადაუხადა და ამ მხრივ საკუთარი რეკორდი დაამყარა. მაიკლმა ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მერსისაიდელთათვის, კინი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეხუთე შენაძენია. მაიკლის გარდა, “კანტეფებმა” პიკფორდი, კლაასენი, ონიეკურუ და სანდრო რამირესი გაიფორმეს.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში “ბარნლის” რიგებში 39 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

თეგებიმაიკლ კინი
0.111347