ფეხბურთი

22:40 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კამენი “ფენერბახჩეს” ფეხბურთელია

ვეტერანი კამერუნელი მეკარე კარლოს კამენი კარიერას “ფენერბახჩეში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა რამდენიმე წუთის წინ თურქული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კლუბის განცხადებაში წერია, რომ “მალაგას” და “ფენერბახჩეს” შორის შეთანხმება შედგა. კამენი სტამბოლში სამშაბათს ჩავა და გარიგების ზუსტი დეტალები მაშინ გახდება ცნობილი.

კამენი “მალაგას” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. 33 წლის კიპერმა გასულ სეზონში ანდალუსიური კლუბის კარი 35-ჯერ დაიცვა და 48 გოლი გაუშვა.

0.120072