ფეხბურთი

22:00 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” კონგოლო გაიფორმა

“ფეიენოორდის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ტერენს კონგოლო კარიერას “მონაკოში” განაგრძობს – იუწყება ლიგა 1-ის მოქმედი გამარჯვებულის ოფიციალური ვებგვერდი.

“მონეგასკებმა” 23 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გაიღეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კონგოლოს გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა. მან როტერდამული გრანდის მაისური 32-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ტერენსს ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და დღემდე “ნარინჯისფერების” რიგებში 3-ჯერ ითამაშა.

0.127809