საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა პორტუგალიის ნაკრებთან (0:1) მარცხის შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ნაკრებს არ გაუმართლა.
„ვიბრძოლეთ ბიჭებმა და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. უბრალოდ, ერთი მომენტი ჰქონდათ, არ გაგვიმართლა და წავაგეთ. ვფიქრობ, თამაშით ვაჯობეთ. ფსიქოლოგიურად დიდი ზეწოლაა, როდესაც გოლს უშვებ, მაგრამ ვეცადეთ გამოგვესწორებინა, არ გამოგვივიდა და დავმარცხდით“, - თქვა ლაკვეხელიანმა.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 5 ივლისს, შვედეთთან ჩაატარებს.