ფეხბურთი

1:31 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიელ მსაჯ დავიდე მასას არ ეთანხმება და ამბობს, რომ პორტუგალიელთა სასარგებლოდ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. გარდა ამისა, მან მიღებულ ტრავმაზეც ისაუბრა.

„რთული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება პენალტს, ათჯერ ვნახეთ ეს ეპიზოდი და შემიძლია ვთქვა, რომ დასანიშნი არ იყო. შემდეგ მატჩებში კი, ვეცდებით მოვიგოთ.

ჩემს ტრავმას რაც შეეხება, სერიოზული არაფერია. მასაჟები მჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან გამართავს.

0.113923