ფეხბურთი

1:25 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "ვეცდებით დარჩენილი თამაშები მოვიგოთ"

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელ გიორგი არაბიძის თქმით, გუნდი ევროპის ჩემპიონატს მომზადებული შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგოლე მომენტების გამოუყენებლობამ თავი იჩინა.

„კარგი თამაში გამოვიდა. მატჩისწინა განწყობაც კარგი იყო და მომზადებული შევხვდით ჩემპიონატს და დასანანია, რომ წავაგეთ. ბევრი მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. თერთმეტრიანი კი, რამდენად იყო არ ვიცი, მაგრამ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. ვეცდებით, რომ შემდეგი ორი თამაში მოვიგოთ და ნახევარფინალში გავიდეთ“, - თქვა არაბიძემ.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 5 ივლისს, შვედეთს დაუპირისპირდება.

0.126848