სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი ნემანია მაქსიმოვიჩი კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელს “ასტანასთან” მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა და “ლოს ჩეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის “მესტალიაზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
მაქსიმოვიჩი “ასტანაში” 2015 წლიდან თამაშობდა და 81 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.