საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა პორტუგალიასთან (0:1) ჩატარებული მატჩი შეაფასა. „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მის გუნდს ცუდად არ უთამაშია, მეტიც, მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი აჩვენა და შეიძლებოდა, შედეგი უფრო უკეთესი დაფიქსირებულიყო.
„ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. შესწავლილი გვყავდა მეტოქე, როგორც თავისი დადებითი, ისე უარყოფით თვისებებით. პირველ ტაიმში, მატჩის დასაწყისში რამდენიმე საგოლე მომენტით შევქმენით, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ კი, იძულებით შეცვლების გაკეთება მოგვიწია და თამაში ცოტა აირია.
ასევე აღვნიშნავ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში საღრიშვილის ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა. საერთოდ, ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე მეტოქემ. მთლიანობაში, ალბათ თანაბარი თამაში იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს მოედანზე და დღეს დავინახე ის, რისი იმედიც მომდევნო შეხვედრაში უნდა მქონდეს შვედეთის ნაკრებთან მატჩში.
გიორგი ჩაკვეტაძეს სერიოზული ტრავმაა არაა, უბრალოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. რაც შეეხება კოხრეიძეს, ხვალ ჩაუტარდება გამოკვლევა და იმედია სერიოზული არაფერი იქნება, რადგან ტრავმების გამო, ისედაც ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა.
საგოლე მომენტების გამოყენებას რაც შეეხება - ჯერ დადებითად ვუყურებ, რომ ამდენი საგოლე ეპიზოდის შექმნა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ რეალიზების პროცენტი ავწიოთ. დღეს, რაც მოხდა, ასეთი რამ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებისგანაც გვინახავს - ბევრი საგოლე მომენტის ვერ გამოყენება. გადამწყვეტ მომენტში საჭიროა ხასიათიც, რომ ის გამოიყენო. ჩვენ გავაანალიზებთ თამაშს - დარწმუნებული ვარ, იყო კარგი და ცუდი მომენტები ჩვენს თამაშში და ამის აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ.
შვედეთის ნაკრებზე ინფორმაცია გვაქვს, უბრალოდ, ის შემადგენლობა, რომელიც ჩამოიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე, საკმაოდ შეცვლილია. ჩვენ ასევე ვნახავთ შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩს და გავუკეთებთ ანალიზს. სტილით ისინი განსხვავებულები არიან, როგორც ყველა გუნდს, შვედეთსა და ჩეხეთსაც გააჩნიათ უარყოფით და დადებით თვისებები. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს. მე ყოველთვის ვსაუბრობ ფეხბურთელებთან, რომ ჯგუფში ორი თამაში უნდა მოვიგოთ, თუ ნახევარფინალში გასვლა გვინდა. პორტუგალიასთან მატჩი გვერდზე უნდა გადავდოთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ. სანამ, ბოლო შანსი არ ამოიწურება, მანამდე ვიბრძოლებთ ჯგუფიდან გასვლაზე. ჩვენ თუ ექვს ქულას ავიღებთ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი არის და გპირდებით, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
არაბიძის პოზიცია არ ყოფილა ის, რომელზეც ხშირად უწევდა თამაში. პირიქით, მას ვეუბნებოდი, რომ ეთამაშა ფლანგზე, სადაც ის უფრო სახიაფათოა. ეს, ჩემი მითითებით არ ყოფილა. ფეხბურთია, ხდება, როდესაც ერთის პოზიციას სხვა ავსებს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ფეხბურთელთა საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათთვის ჩვეულ პოზიციაზე.
შვედეთი და ჩეხეთი რომ შევადაროთ - მე ვახსენე, რომ შვედეთი უფრო კლასიკური სტილის გუნდია, მაგრამ ძალიან ხისტად თამაშობენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე გვაქვს შანსი, რომ შვედეთთან გვაქვს უპირატესობის მოპოვების შანსი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელია. ჩეხეთი კი, ძალიან ჭკვიანი და სწრაფი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. საკმაოდ კრეატიულია გუნდია და შვედეთის ნაკრებს არ გავს სათამაშო სტილით. მთლიანობაში, ორივესთან სწორი მიდგომით, მაქსიმალური კონცენტრაციით, შესაძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა.
მეორე ტაიმში გეთანხმებით, რომ შესამჩნევი იყო ზემდეტი მღელვარება. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გვაქვს საუბარი. მე მქონდა მითითება, რომ არ გვეჩქარა და შეტევის ორგანიზება დაგვეწყო ბურთის კარგი კონტროლით. ზუსტად ეს იყო მიზეზი, ზედმეტი სიჩქარე შეტევის დაწყების რიგ ეპიზოდებში არ იყო აუცილებელი. ამისდა, მიუხედავად, მაინც შევქმენით საგოლე მომენტები და არ დავუკარგოთ ესეც ფეხბურთელებს - ეს რაც შეეხება მეორე ტაიმს.
მე მთლიანობაში კმაყოფილი ვარ მათი თავდადებით, თუნდაც იმ ორგანიზებული თუნდაც ცოტა საგოლე მომენტების. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდებით დადებითი შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათი კარიერა ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისევ გრძელდება და მათ უნდა განაგრძონ პროგრესი.
ფეხბურთელები ახლა ისეთ ასაკში არიან, მათზე ზეწოლა და მათი დათგურვნა არ შეიძლება. პირიქით, ჩვენ მათ ვარწმუნებთ, რომ ყველა გუნდს აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ პორტუგალიის სათამაშო სტილიც... ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ყველა, ღია ვართ ფეხბურთელებთან ნებისმიერი თემაზე სასაუბროდ. ჩვენს შორის არანაირი კედელი არაა. გავიხსენოთ, პირველი საგოლე მომენტი, როდესაც ჩაკვეტაძეს შეეძლო გატანა - ანუ, შევძელით რაღაც დოზით გვეპოვნა მეტოქის სუსტი წერტილი. არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი 18 წლის ფეხბურთელები არიან და პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე.
მე არ ვამბობ, რომ ეიფორიაში უნდა ჩავვარდეთ, პირიქით, უნდა დავსხდეთ და კარგად გავაანალიზოთ სად დავუშვის შეცდომები. რაც შეეხება ჩოჩიშვილის მომენტს - ასეთი რაღაცისგან დაზღვეული არაა, თუმცა ამაზე საუბარი გვექნება, რადგან მსაჯს წითელი ბარათი რომ ამოეღო, შეცვლის და მეკარის გარეშე ვრჩებოდით. სულ ვამბობ, რომ სპორტული ჟინი აუცილებელია, მაგრამ ის უნდა იყოს მხოლოდ სპორტული და არ უნდა გასცდეს ყოველივე ამას.
ჩემი ნება, რომ იყოს, ჯგუფური ეტაპის სამივე დარჩენილ თამაშს სიამოვნებით ჩავატარებდი გორში. თუმცა, ამას რა თქმა უნდა უეფა წყვეტს და მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ვიცოდთ, რომ აქ ფანტასტიკური გარემო დამხვდებოდა, მაგრამ საერთოდ, გულშემატკივრის აყოლიება ყოველთვის ფეხბურთელებზეა დამოკიდებული და ამას მათ ყოველთვის ვეუბნები. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე განმეორდება თბილისში და იქაც ასეთ ატმოსფეროში მოგვიწევს თამაში“, - განაცხადა ყიფიანმა.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 5 ივლისს, შვედეთთან გამართავს. შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.