პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰელიო სოუზამ საქართველოს ნაკრებთან (1:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი თამაში გამოვიდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს პირველ ტაიმში გაუჭირდა, ხოლო მეორე ნახევარში საკუთარი თამაში იპოვა.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, განსაკუთრებით დაცვაში თამაში. მეორე ნახევარში კი, თამაში დავაბალანსეთ და გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც მინდორზე კაცნაკლულები დავრჩით. საგოლე მომენტებს რაც შეეხება, ორივე გუნდს გვქონდა. ასევე, აღვნიშნავ, რომ კარგ, საფეხბურთო გარემოში მოგვიწია თამაში“, - აღნიშნა სოუზამ.
მეორე ტურში პორტუგალია ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო საქართველო შვედეთს დაუპირისპირდება. ორივე თამაში 5 ივლისს, თბილისში ჩატარდება.