ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი "მიხეილ მესხზე" დაიწყო, სადაც ჩეხეთის ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა. თამაში მთლიანობაში თანაბარი გამოვიდა, თუმცა ჩეხებმა თავისი შანსები უფრო მეტად გამოიყენეს და ტურნირი მაჟორულ ნოტზე დაიწყეს.
მატჩის გმირი ტურინა გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს დიდებული კომბინაცია დააგვრიგვინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში შორი დისტანციიდან დაარტყა უნაკლოდ. სკანდინავიელებმა თამაშის ბოლოს გაიბრძოლეს, თუმცა გიოკერესის გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა.
ჩეხეთმა სამი ქულა მიითვალა და მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც პირველ ტურში ასევე მოიგო. აი, შვედეთი კი, საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.
შვედეთი - ჩეხეთი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტურინა (42), 0:2 ტურინა (55), 1:2 გიოკერესი (77)