ფეხბურთი

12:25 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონმა” მარიანო გაიფორმა

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მარიანო დიასი კარიერას “ლიონში” განაგრძობს. ტრანსფერი ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

“ლიონს” 23 წლის ფორვარდის დამატება 8 მილიონი ევრო დაუჯდა. ის “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” 2022 წლამდე დარჩება და 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მარიანომ გასულ სეზონში “რეალის” მაისური 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.108704