ფეხბურთი

19:30 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგი" ავსტრიელი ნახევარმცველით გაძლიერდა

"ზალცბურგის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი კონრად ლაიმერი კარიერას "ლაპციგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა.

კონრადმა ავსტრიული გუნდის რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ გუნდში ლაიმერი გასულ თვეში გამოიძახეს, თუმცა ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

0.113079