ფეხბურთი

13:08 | 2.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კაბალიერო დაიმატა

არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "არისტოკრატებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

კაბალიერომ 2016/17 წლების სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და გუნდი დატოვა. ვილი "ქალაქელების" მაისურით 2014 წლიდან თამაშობდა და მას შემდეგ 47 მატჩის ჩატარება მოუხდა. არგენტინელი "ჩელსიში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

0.121904