“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას “რეალის” ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის დამატება სთხოვა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის მოთამაშე “პარი სენ-ჟერმენში” მარკო ვერატის ჩასანაცვლებლად სჭირდებათ და პარიზელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მისი გადაბირება შეძლონ.
გასულ სეზონში კოვაჩიჩმა ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.