მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მცველი დანილო ლუის და სილვა შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს. AS-ის ცნობით, იტალიელებმა “სამეფო კლუბს” 25 წლის მოთამაშეში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა, უარის შემთხვევაში განმეორებითი შეთავაზება არ იქნება.
თავად მადრიდელებმა დანილო 2015 წელს 31,5 მილიონ ევროდ შეიძინეს და მიუხედავად მის მიმართ გულშემატკივართა ხშირი კრიტიკისა, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს ამ ფეხბურთელის გაყიდვას.
დანილომ გასულ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.