ნბა-ს ხუთგზის ჩემპიონმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდა რონალდინიომ ლიონელ მესის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ დაინახა, მაშინ, როცა არგენტინელი 17-18 წლის იყო. 30 წლის მესი დღეს ესპანეთის ჩემპიონატის(და არა მხოლოდ) საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც 5 ოქროს ბურთი მოიპოვა.
“მესი იყო 17-18 წლის, როდესაც პირველად შევხვდი. მერე კი დამირეკა რონალდინიომ და მითხრა: კობი, შენ შეხვდი ბიჭს, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშე იქნება ფეხბურთის ისტორიაში. მისი სიტყვები გამართლდა”, - უთხრა ბრაიანტმა ESPN-ს.