თამაშგარე

14:31 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ და ანტონელა როკუცომ იქორწინეს

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ და ანტონელა როკუცომ იქორწინეს.წყვილი წლებია, ერთად ცხოვრობს და უკვე 2 შვილიც ჰყავს – ტიაგო და მატეო, თუმცა ქორწილი აქამდე არ ჰქონიათ.

საქორწილო ცერემონია არგენტინელი სუპერვარსკვლავის მშობლიურ ქალაქ როსარიოში მოეწყო და მას 260 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ლეოს ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელები.

სტუმართა უსაფრთხოებას 300 სამართალდამცველი იცავდა.

0.131415