სამეგრელოს რეგიონულმა ცენტრმა ზუგდიდმა ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა 8, 12 და 18 წლამდე მოჭადრაკე გოგონებსა და ბიჭებს შორის. აღნიშნული ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სასპორტო საჭადრაკო სკოლისა და „მაკდონალდსის: მიერ იყო ორგანიზებული.
8 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა, ხოლო 18-წლამდელთა ასპარეზობა - წრიული სისტემით.
გთავაზობთ ჩემპიონთა ვინაობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
8 წლამდე
გოგონები
მართა საორდია
ბიჭები
ნიკა კემულარია - 8.0 ქულა
12 წლამდე
გოგონები
ნია შონია - 7.0 ქულა
ბიჭები
მიხეილ სიჭინავა - 6.5 ქულა
18 წლამდე
ცოტნე ქვარჩხავა - 6.5 ქულა