საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის “შახტარის” შემადგენლობაში პირველად ითამაშა. გერმანიაში შეკრებაზე მყოფმა უკრაინულმა გუნდმა პირველი სპარინგი რეგიონალლიგელ “რედინგჰაუზენთან” გამართა და უხვგოლიანი მატჩი 4:3 მოიგო.
დონეცკელთა ქართველი ახალწვეული სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა, კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. ხოჭოლავამ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 1:1 დასრულდა, შესვენებაზე კი პაულუ ფონსეკამ ყველა ფეხბურთელი შეცვალა.
მომდევნო სპარინგს დონეცკელები 1 ივლისს, მეორებუნდესლიგელ “ბოხუმთან” გამართავენ.
დავით ხოჭოლავა "შახტარში" ამ ზაფხულს ოდესის "ჩერნომორეციდან" გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.