ჩოგბურთი

13:40 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინუს უილიამსს ციხე ემუქრება

მსოფლიოს ნომერ მე-11 ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი სასამართლოს წინაშე წარსდგება. საქმე ის გახლავთ, რომ 9 ივნისს ვინუსი ავარიაში მოყვა.

უფროსი უილიამსი პალმ ბიჩ გარდენში საკუთარ ავტომობილს მართავდა, როდესაც უილიამსმა გზაჯვარედინი გაუფრთხილებლად გადაკვეთა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად 78 წლის ჯერონ ბარსონი მძიმე დაზიანებით სავადმყოფოში 23 ივნისს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციის ჩვენების მიხედვით ავტოავარიაში დამნაშავე ვინუს უილიამსია.

0.114796