ფეხბურთი

18:52 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი სამშობლოში დაბრუნდა

არგენტინის ნაკრების გამოცდილმა ჩამშლელმა ნახევარმცველმა ენცო პერესმა “ვალენსია” დატოვა და კარიერას “რივერ პლეიტში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ვალენსიამ” არგენტინელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო, როდესაც ორი წლის წინ 25 მილიონ ევროდ იყიდა “ბენფიკადან”.

პერესი გასულ სეზონში “ღამურების” კაპიტანი იყო და 29 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ენცოს დამატება “ნიუკასლსაც” სურდა, მაგრამ ვეტერანმა მოთამაშემ სამშობლოში დაბრუნება არჩია.

0.126082