ფეხბურთი

19:23 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” კამარასა დაიმატა

ნიჭიერი ნახევარმცველი ვიქტორ კამარასა კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ბეტისმა” 23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ “ალავესს” 7 მილიონი ევრო გადაუხადა.

კამარასამ გასულ სეზონში “ალავესის” მაისური 37-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.142268