სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი კარიერას ნბა-ში განაგრძობს. კალათბურთელმა “საკრამენტო კინგზთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ის 30 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში ბოგდანოვიჩმა “ფენერბახჩესთან” ერთად ევროლიგა მოიგო. ბოგდანოვიჩი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.6 ქულას, 3.8 მოხსნას და 3.6 პასს აკეთებდა.