ფეხბურთი

11:07 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "ლოკომოტივთან" 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ აქამდეც გაუწყეთ, თუმცა, ამჟამად გამოცემა Sport-express.ru ახალ ცნობებს აქვეყნებს.

კერძოდ, წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში არა საიჯარო ხელშეკრულებით, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდება და "რკინიგზელებთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "რუბინი" კვირკველიას სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებეთ, სოლომონ კვირკველიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ "ლოკომოტივში" გაატარა (იჯარის წესით) და რუსეთის თასი მოგება მოახერხა.

0.127389