სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:08 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "ვერ ვიჯერებ, რომ მესისა და რონალდუს დავუპირისპირდები"
"შახტარი" ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონ დონეცკის „შახტარს“ უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა ინტერვიუ „მეშახტეების“ ოფიციალურ ვებგვერდს მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ხოჭოლავას განცხადებით, დონეცკში გადაბარგება მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და აღნიშნავს, რომ „შახტარი“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. გარდა ამისა, დავითმა ჩემპიონთა ლიგაზე, ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეს ეტაპი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ „შახტარი“ მოცემულ მომენტში უკრაინაში საუკეთესო, ხოლო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მომეცა კარგი შანსი, რომ თავი გამოვიჩინო და ჩემს გუნდს დავეხმარო. ჩემთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესოა ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც ფრედ, მარლოსი, რაკიცკი არიან. თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. არ ველოდი, რომ ჩემს შესახებ ბევრი ეცოდინებოდათ, რადგან „ჩერნომორეცი“ უკრაინის საშუალო დონის გუნდია.

ვარჯიშები განსაკუთრებულად განსხვავებული არაა. უბრალოდ, უფრო სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს - სხვა გუნდებისგან განსხვავებით აქ ტემპი განსხვავებულია.

დიახ, ფონსეკას ვესაუბრე. მან ამიხსნა თუ როგორ თამაშობს „შახტარი“ დაცვაში. უფრო მაღლა ვიწევთ ჩვენი შეტევის დროს, იქმნება ხელოვნური თამაგარეები - მოკლედ ბევრი განსხვავებაა, ვიდრე „ჩერნომორეცში“. თუმცა, მან მითხრა რომ საშიში არაფერია. დაბალი დონის მოთამაშე არ ვარ და ვფიქრობ, აქ ყოფნის დროს უფრო დავიხვეწები.

კონკურენცია არ მაშინებს. ვვარჯიშობ გუნდთან ერთად და ვიზრდები - ეს, კარგია. ვფიქრობ, რომ სუსტი ფეხბურთელი არ ვარ, რადგან კონტრაქტი უკრაინის საუკეთესო კლუბთან გავაფორმე.

„შახტარს“ მოტივაციის პრობლემა არ აქვს. გუნდი იბრძვის ყველგან გამარჯვებისთვის, რადგან ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ჩემპიონთა ლიგა? - ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოედანზე მოვისმენ და ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშებ, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუა. ამის სიტყვებით აღწერა რთულია“, - განუცხადა ხოჭოლავამ „შახტარის“ ოფიციალურ გვერდს.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა „შახტარმა“ ოდესის „ჩერნომორეციდან“ ჯერ კიდევ აპირლში გაიფორმა. ქართველ ფეხბურთელ უკრაინის ბოლო წლების საუკეთესო კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116323