ესპანეთის ნაკრებს ევრობასკეტ 2017-ზე 37 წლის გამოცდილი ხუან კარლოს ნავარო დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას eurohoops.net-ი ავრცელებს.
ხუან კარლოს ნავაროს ესპანეთის მაისურით 237 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ ხუან ანტონიო სან ეპიფანიოს - 237 მატჩი.
ნავაროს ესპანეთი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 2006 წელს ხუან კარლოსი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.