"შახტარის" ქართველი ახალწვეული დავით ხოჭოლავა თანაგუნდელებთან ერთად ახალი სეზონისთვის გერმანიაში ემზადება. საქართველოს ნაკრების მცველმა დონეცკელთა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და ლამაზი გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, ხოჭოლავამ ოდესის "ჩერნომორეცში" წარმატებული თამაშის შემდეგ ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე გააფორმა "შახტართან" 5-წლიანი კონტრაქტი და ახალ გუნდს მიმდინარე თვეში შეუერთდა.