სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:05 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის „ტორპედოს“ სლოვაკური სამზადისი

„ტორპედო“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირს უბრუნდება. 29 ივნისს, ქუთაისელები ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სლოვაკურ “ტრენჩინთან“ სტუმრად გამართავენ.

კახა ჩხეტიანის გუნდი გუშინ გაემგზავრა სლოვაკეთში. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელებმა თბილისამდე საკუთარი ავტობუსით იმგზავრეს, შემდეგ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩაფრინდნენ, იქედან კი ისევ ავტობუსით სლოვაკურ თერმულ კურორტ პიეშტანიმდე (ტრენჩინს 30 კილომეტრითაა მოცილებული) და სასტუმრო “ჰოტელ პარკში“ დაბინავდნენ. მგზავრობამ 16 საათს გასტანა. დაღლილობის მიუხედავად, სასტუმროში დაბინავებიდან ნახევარ საათში გუნდი პიეშტანის მთავარ არენაზე სავარჯიშოდ გავიდა. თამაშამდე ქუთაისელები პიეშტანში კიდევ ერთ ვარჯიშს დღეს საღამოს გამართავენ.

„ტორპედო“ მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, გურამ ადამაძე, ანრი ჭიჭინაძე, გიორგი გურული, გიორგი ქიმაძე
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, მერაბ გიგაური, შოთა ბაბუნაშვილი, მათე კვირკვია, დავით ხურციძე, გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, გიორგი კუხიანიძე
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, ლაშა კუჭუხიძე

„ტრენჩინი“-„ტორპედოს“ შეხვედრა 29 ივნისს, თბილისის დროით 19:20 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135395