“მანჩესტერ სიტის” მორიგი სამიზნე “დორტმუნდის ბორუსიის” ახალგაზრდა თავდამსხმელი უსმან დემბელეა.
Le 10 Sport-ის ცნობით, “ქალაქელები” ფრანგის შეძენას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარის დროს აპირებენ.
ტრანსფერმარკეტის ვერსიით, 20 წლის მოთამაშის ფასი 33 მილიონ ევროს შეადგენს.
დემბელეს მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ “პარი სენ ჟერმენი” და “ბარსელონა”.
დემბელემ თავის სადებიუტო სეზონში, ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 6 გოლი და 12 საგოლე გადაცემაც გააკეთა.