ფეხბურთი

18:19 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თენგო წიქარიძე ისრაელში გაანათხოვრეს

გორის "დილას" შემტევი ნახევარმცველი თენგო წიქარიძე ერთწლიანი იჯარით ისრაელის კლუბში ითამაშებს: რანგით მეორელიგელ ფეთაჰ-თიკვას "ჰაპოელში".

წიქარიძე 21 წლის გახლავთ. სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა, ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა: თბილისის "დინამოსთან" და ქობულეთის "შუქურასთან". წიქარიძე 2015 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

0.116053