პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ელიო სოუზამ შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომლებსაც საქართველოში ჩამოიყვანს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სწორედ პორტუგალიასთან გამართავს 2 ივლისს. ეს გორში,"თენგიზ ბურჯანაძეზე".
პორტუგალიის ნაკრებში, ორი გამონაკლისის გარდა, "პორტუს", "სპორტინგისა" და "ბენფიკას" ფეხბურთელები არიან. საუკეთესოდ მიიჩნევენ ნახევარმცველ მიგელ ლუიშს, რომელიც სხვათა შორის, 1999 წელს გახლავთ დაბადებული.
მეკარეები: დანიელ ფიკეირა (გიმარაეში), დიოგო კოშტა (პორტუ);
მცველები: აბდუ კონტე (სპორტინგი), ჟოაო კეირუში (ბრაგა), აბდუ კონტე, დიოგო კეირუში, დიოგო დალო (სამივე - პორტუ);
ნახევარმცველები: ბრუნო პასი, მიგელ ლუიში (ორივე - სპორტინგი), დომინგოს კინა (ვესტ ჰემი), ფლორენტინო, ჟედსონი (ორივე - ბენფიკა), რუი პირესი (პორტუ);
თავდამსხმელები: ჟოაო ფელიპე, ჟოზე გომეში, მესაკე (სამივე - ბენფიკა), რუი პედრო (პორტუ), რაფაელ ლეაო (სპორტინგი)