კალათბურთი

11:39 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რასელ უესტბრუკი MVP გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ოკლაჰომას” ლიდერი რასელ უესტბრუკი აღიარეს.

რასელმა ნბა-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა და ერთ სეზონში 42 სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლო 55 წლის განმავლობაში უესტბრუკი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სეზონი სამმაგი დუბლით დაასრულა, გამთამაშებელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 31.6 ქულას, 10.7 მოხსნას და 10.4 პასს აკეთებდა.

MVP-ის კანდიდატად უესტბრუკის გარდა კიდევ ორი კალათბურთელი კავაი ლეონარდი და ჯეიმს ჰარდენი იყვნენ წარდგენილები.

0.127013