ჯაბა ლიპარტიამ შესაძლოა კარიერა რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის „ანჟიში“ გააგრძელოს. ქართველი შემტევი დაღესტნურ კლუბში სინჯებზე იმყოფება და სცდილობს სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონოს.
აღსანიშნავია, რომ რუმინულ „ასტრასთან“ საკონტროლო მატჩში მან მეორე 45 წუთი ითამაშა და ყურადღების ცენტრშიც მოექცა - ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯმა რუმინელთა კარში პენალტი შეცდომით დანიშნა, თუმცა წესების დარღვევა ლიპარტიაზე არ ყოფილა. ბურთთან ქართველი მივიდა და თერთმეტრიანი განზრახ ააცილა. არადა, „ასტრას“ ფეხბურთელები მზად იყვნენ მოედანი პროტესტის ნიშნად დაეტოვებინათ.
შეგახსენებთ, ჯაბა ლიპარტია ბოლო 6 წლის განმავლობაში ლუგანსკის „ზორიას“ ღირსებას იცავდა, მაგრამ უკრაინული გუნდი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.