ფეხბურთი

23:15 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური პრემიერლიგაში დასაქმდა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „კრისტალ პალასს“ ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს. დე ბური „კრისტალ პალასს“ მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში უხელმღვანელებს.

შეგახსენებთ, ფრანკ დე ბურმა სახელი სამწვრთნელო ასპარეზზე „აიაქსში“ მუშაობით გაითქვა, ხოლო ერთი წლის წინ მილანის „ინტერი“ ჩაიბარა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო მალევე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება „კრისტალ პალასს“ - გასულ სეზონში ჯერ ალან პარდიუ, მერე კი სემ ელერდაისი ედგა სათავეში.

0.11859