ფეხბურთი

20:19 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრავოს “სიტის” დატოვება არ სურს

“მანჩესტერ სიტის” და ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარეს, კლაუდიო ბრავოს კლუბის დატოვება არ სურს და მზადაა კონკურენცია გაუწიოს ედერსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიდა ინგლისურ გუნდში “ბენფიკადან”.

ESPS-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბრავომ “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას კონფედერაციათა თასზე გამგზავრებამდე აცნობა.

მანამდე “სიტი” დატოვა 35 წლის არგენტინელმა მეკარემ, ვილი კაბალერომ, რომელსაც უარი უთხრეს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე.

გასულ სეზონში ბრავომ პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლი მიიღო საკუთარ კარში.

0.113117