საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Antalya Open-ის ძირითადი ბადის პირველ წრეში კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან დამარცხდა.
მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ერთ დროს მე-8 ჩოგანს, ამჟამად კი 79-ე ნომერს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ სეტში 2:6, 1:6 წააგო. შეხვედრა მხოლოდ 50 წუთს გაგრძელდა.
Antalya Open-ის საპრიზო ფონდი 439 005 ამერიკულ დოლარს შეადგენს.