საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე დარჩენილ ორ თვეში ქართველი მოჭიდავეები რამდენიმე შეკრებას გაივლიან.
18 ივნისს ბექა როყვას გუნდი გაფართოებული შემადგენლობით - 35 სპორტსმენით ბაკურიანში ჩავიდა. საწვრთნელი პროცესი 2 კვირა გაგრძელდება. შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება და 7-9 ივლისს გასამართ საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.
მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.