კალათბურთი

14:48 | 26.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ბ ნაკრები ჩინურ შეკრებაზე

საქართველოს კალათბურთელთა ბ ნაკრები დღიდან 18 ივლისამდე მოსამზადებელ შეკრებას ჩინეთში გაივლის. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი, რომელშიც 14 კალათბურთელი შედის, შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს.

ბ ნაკრების დანიშნულება ის გახლავთ, რომ ეროვნული გუნდის შესაძლო კანდიდატები, რომლებსაც კარგი სეზონი ჰქონდათ და ძირითად ნაკრებში ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, ზაფხულის განმავლობაში ფორმაში იყვნენ. შარშან ბ ნაკრებიდან ეროვნულში 3 კალათბურთელი გადავიდა, რომელთაგან 2 ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ბ ნაკრებში წლეულსაც მოაზრებიან ეროვნულ ნაკრებში გადასვლის კანდიდატები და ეს საკითხი ჩინური შეკრების შემდეგ გაირკვევა.

ჩინეთში გამგზავრების წინ ბ ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, სადაც სავარჯიშო პროცესთან და ჩინურ შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.

დავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი):

„თითქმის 2 კვირაა, ვემზადებით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბიჭები კარგ ფორმაში არიან. ჩინური შეკრების ფარგლებში 9-10 მატჩს გავმართავთ ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის გუნდებთნ. ერთ-ერთი მეტოქე ჩინეთის 6-გზის ჩემპიონია, რომელთნ თამაშიც საკმაოდ სასარგებლო იქნება ჩვენი გუნდის წევრებისთვის, რომელთა ნაწილიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. შარშან „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში 3 კალათბურთელი გამოიძახეს და ალბათ წელსაც იქნებიან მოთამაშეები, რომლებსაც მოუწევთ ეროვნულში გამგზავრება. ეს ეროვნული გუნდის მწვრთნელის გადასაწყვეტია“.

გიორგი გამყრელიძე (ნაკრების წევრი):

„ძირითადად ტაქტიკაზე ვმუშაობდით, რადგან სეზონი ახალი მორჩენილია და მოთამაშეები საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ვფიქრობ, ყველანი კარგად არიან მომზადებულნი იმ მატჩებისთვის, რომლებსაც ჩინეთში გავმართავთ. პირადად მე ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და დავეხმარო „ბ“ ნაკრებს თამაშების მოგებაში. თუკი ეროვნული ნაკრებისთვის მთვარ მწვრთნელს დავაინტერესებ, ამისთვისაც მზად ვარ. ალბათ „ბ“ ნაკრების ყველა წევრის მოტივაციაც ეს გახლავთ, რომ ჩინეთში შედეგიანად ითამაშოს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება დაიმსახუროს“.

საქართველოს ბ ნაკრები ჩინეთში ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.132651