ჭადრაკი

23:24 | 24.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქეთი წაწალაშვილმა საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქალაქ სან-სებასტიანში (ესპანეთი) დღეს დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბლიცში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 19 წარმომადგენელთან ერთად ორი ქართველი მოჭადრაკე ქეთი წაწალაშვილი და ანა გავაშელი მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა. შესანიშნავად თამაშეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც 6.0-6.0 ქულა დააგროვეს და პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს. უკეთესი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი წაწალაშვილს ერგო.

0.118384